Rss Feed

Pages


                                ევროკავშირი
                             Eeuropean Union


სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1993 წელს ევროპის თანამეგობრობის ბაზაზე. 2004 წლის 1-ელი მაისისთვის ევროკავშირში შედიოდა 25 წევრი სახელმწიფო; ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი, შვედეთი. ევროკავშირის მიზნები და ამოცანებია: ევროპის ხალხთა მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება, მათი ეკონომიკური და სოციალური პროგრესი და ინტეგრაცია; საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში ერთიანი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელება; იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სფეროში თანამშრომლობის განვითარება; საერთო მონაპოვართა შენარჩუნება და გამრავლება. ევროკავშირის ძირითადი ორგანოებია: ევროპის საბჭო, ევროპის პარლამენტი, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპის კომისია, ევროპის სასამართლო.

საქართველოში არსებობს გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც დადსტურდა , რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აკეთებს არჩევანს ევროპასთან ინტეგრაციაზე. აქედან გამომდინარე აუცილებელია ვიცოდეთ, რა არის  ევროკავშირი, რა პასუხისმგებლობას აიღებს საქართველო ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ , ასევე კარგად უნდა გავანაალიზოთ, რა არის საჭირო ამ არჩევანის განხორციელებისათვის. სწავლება და შემეცნება ამ საკითხზე სკოლიდან იწყება, მოსწავლეები სწავლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებს,  ყვებიან გაკვეთილს , მაგრამ საინტერესოა გავიგოთ, რამდენად იაზრებენ იმ საკითხებს , რომლის შესახებაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ისტორიის, სამოქალაქო განათლების , გეოგრაფიის გაკვეთილზე. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი ამ პროექტის ”შექმნისა” .თუ მოსწავლე თავად მოიძიებს მასალას, შექმნის რესურს, გაეცნობა და მოისმენს საინტერესო სემინარს, თავად ჩაატარებს ტრენინგს სხვა მოსწავლეებისათვის და ასევე შექმნის საინტერესო გზამკვლევს  , მერწმუნეთ , მათი შემეცნება იმაზე, თუ რა არის ევროპეიზაცია, რაც ნიშნავს ჩვენი არჩევანი და რატომ უნდა იყოს ჩვენი მოკავშირე  ევროკავშირი, მაშინ ჩვენზე, უფროსებზე უკეთ შეძლებენ შეაფასონ არსებული მდგომარეობა , გააკეთონ სწორი არჩევანი და ასწავლონ სხვებსაც რა ჭირდება მათ სამშობლოს მშვიდობის შესანარჩუნებლად, ასევე ეკონომიკის გაძლიერების  და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად , ისიც იციან, რომ ევროკავშირი არ ნიშნავს არც საკუთარი კულტურისა და ტრადიციის დაკარგვას და ყველა სახელმწიფო, რომელიც დღეს გაერთიანებულია ევროკავშირში ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას; პირველი სათქმელი ჩემმა მოსწავლეებმა თქვეს, მათ ამ პრიექტზე მუშაობისას შეარჩიეს თავად სლოგანი კლუბისათვის :                                                                                                                                           ”სვლა ნათელი მომავლისაკენ”...(სნმ)
მე ვეცედები ვიყო მათი მეგზური   ამ ნათელი გზისაკენ