Pages

თანამშრომლობა

            ვისწავლოთ და ვასწავლოთ 
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზოგადად სკოლაში და სკოლის გარეთაც  იგრძნობა ევროკავშირის ცოდნისა და ევროპეიზაციის შესახებ  ინფორმაციის ნაკლებობა, ამიტომ თავად მოსწავლეებმა კლუბის შეხვედრაზე  დაგეგმეს თავად შეექმნათ საინფორმაციო მასალა და შემდეგ მოეხდინათ მისი პრეზენტირება სკოლაში , შემდეგ ბლოგზე განთავსება, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო პ სამოქალაქო კლუბის შეხვედრაზე დაიგეგმა , რომ  ”მომავლის” წევრებს თავად ჩაეტარებინათ ტრენინგები სკოლის მოსწავლეებისათვის . ”ტრენერებად” შევარჩიეთ მე-9 კლასის მოსწავლეები - ბესო კაპანაძე , სერგო ხუდოიანი და ბექა სურგულაძე . მათ მიერ მოხდა ჯერ მოძიება მასალებისა, შემდეგ დაგეგმვა და ბოლოს წარდგენა.ზოგადად პირველადი წარდგენა კლუბში ხდებოდა, რადგან მაღალ კლასელებთან შეხვედრამდე თავად კლუბის წევრებისაგან მიეღოთ რჩევა-დარიგება და ასევე შექებაც. ”ტრენერების ” მასალები ერთობ საინტერესოა ,  ეს გახლდათ პრეზენტაცია (სლაიდფორმატში) ხელით შექმნილი წიგნი და მოხსენება .