Pages

ევროპეიზაცია

                                   პროექტი ”ევროპეიზაცია”

პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირისას და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების დონის ამაღლებას სკოლაში. პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა ჩვენი სკოლის ბაზაზე შექმნილ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებისას და ასევე მოსწავლეთა თვითმართველობისა და ჩემი ერთობლივი შეხვედრების შემდეგ;  ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა გვემუშავა ისე, რომ ყველა საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩართულიყვნენ სამუშაო პროცესში, პირველ რიგში დავგეგმეთ პროექტის მიზნები და ამოცანები , აქტივობები და შევუდეგით ერთობლივ მუშაობას;
პროექტის ხანგრძლივობა :ერთი თვე  (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროქტის მსვლელობისას დაიგეგმა ახალი პროექტი კლუბის პრეზიდენტის ლიზი ჩადუნელის შემოთავაზებით, რომელიც ფაქტობრივად იმავე თემის გაგრძელბაა, ამიტომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას. ამჯერად წარმოგიდგენთ მუშაობის პირველ ეტაპს, ანუ განხორციელებულ პროექტს ”ევროპეიზაციას”.  ვრცელი ინფორმაცია, თვალსაჩინოები, ვიდეო და ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ მიერ შექმნილ საინფორმაციო ვებ-გვერდზე http://evropashi.blogspot.com

პროექტის მიზანი :
Ø  ევროპული ღირებულებებების პოპულარიზაცია ჩვენ სკოლაში.
Ø  მოსწავლეებმა  იცოდნენ რა არის ევროპეიზაციის იდეა და შინაარსი საქართველოს ისტორიაში  და შესძლონ საკუთარი ცოდნის გაზიარება სხვა მოსწავლეებთან;
Ø  სამოქალაქო განათლების  და ისტორიის გაკვეთილებზე გააზრება რა არის   დემოკრატიული ღირებულებები, ამ უნარის პრაქტიკაში გადატანა და დანერგვა ;
Ø  სამოქალაქო კლუბის კვლევა -რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული ევროპული ღირებულებების და ასევე ევროკავშირის მთავარი მოთხოვნილებების შესახებ;
Ø  გზამკვლევების დამზადება  ევროკავშის ისტორიის შესახებ - მისი პრეზენტირება და დისკუსიიის მოწყობა სკოლაში;
Ø  მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციიის მნიშვნელობისა და პერსპექტივის შესახებ; გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ევროპული პროექტები სთავაზობს,  ასევე გაიგონ, რას ნიშნავს ევროკავშითან ასოციირებული ხელშეკრულება; იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც კომპეტენტურები არიან აღნიშნულ საკითხში;
  ამოცანები
Ø  პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება  უნდა მოხდეს პირადი ღირსების , პასუხიმგებლობის და დაინტერესების გათვალისწინებით; პროექტში მონაწილე ბავშვების მუშაობა არ უნდა მოხდეს ძალდატანებით.  ასევე პროექტი უნდა ითვალისიწინებდეს, როგორც საგაკვეთილო პროცესს, უნდა სცდებოდეს გაკვეთილების ჩარჩოს და მუშაობა უნდა გაიშალოს სკოლის გარეთ;
Ø  ეროპულ ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლება უნდა წარიმართოს ერთობლივი , თანამშრომლობითი და ჯგუფური სწავლების საფუძველზე
Ø  მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება- თავად შექმნან სასწავლო და შემეცნებითი რესურსები და გააცნონ სხვებს;
Ø  თემის  ჩართულობა პროექტში აუცილებელია;
Ø  სამოქალაქო განათლების კლუბის შექმნა და კლუბში სხვადასხვა საფეხურის ბავშვების გაერთიანება;
Ø  კლუბის მიერ ძირითადი საკითხების გამოყოფა- რა მიმართულებით და როგორ შეიძლება განახორციელონ მუშაობა იმის შესახებ , რათა დაადგინონ, რამდენად გათვითცნობიერებულია საქართველოს მოსახლეობა ევროპული ღირებულებებისა და ზოგადად ევროკავშირის შესახებ; ამისათვის , პირველ რიგში,  დაიგეგმოს თავად კლუბის წევრების ცნობიერების ამაღლება ,
Ø   გამოკითხვა და შესაბამისად  კვლევის ჩატარება სკოლაში და სკოლის გარეთ ;  მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას და დაადგენენ, რა იციან მის გარშემო დღეს  უფროსებმა და თანატოლებმა ევროკავშირის  და ევროპული ღირებულებების შესახებ;
იმისათვის , რომ ამაღლდეს ცნობიერება და ცოდნა ევროინტეგრაციაზე , დაიგეგმა :
1.      დისკუსია კლუბის წევრებს შორის;
2.      გამოკითხვა და კვლევის ჩატარება- რამდენად ფლობს საზოგადოება ინფორმაციას ევროკავშირზე და არის ტუ არა მატი მოსაზრება რეალური, ანუ ცოდნაზე დაფუძნებული;
3.      მასალების მოძიება და დამუშავება ევროკავშირის შესახებ;
4.      შემეცნებითი პრეზენტაციების გაკეთება ;
5.      საშუალო საფეხურის(მე-11 კლასი, მე-12 ) მოსწავლეების გამოცდილების გაზიარება დაწყებით საფეხურზე (მე-6 კალსი)  და საბაზო საფეხურის (მე-9 კლასი) გამოცდილების გაზიარება საბაზო საფეხურზე (10 კლასი, მე-11კლასი, მე-12 კლასი)
6.      მოწვევა იმ ადამიანებისა, ვისგანაც მიიღებენ  ინფორმაციას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე;
7.      ინტერვიუ იმ ადამიანებთან , ვინც მიგრანტები არიან ევროპაში;
8.      ევროპაში ნამყოფი მოსწავლეების  მიერ  შექმნილი ზეპირი ისტორიები;
Ø  დემოკრატიული ღირებულებების ამაღლების მიზნით დაიგეგმოს აქტივობები, რომელშიც ჩაერთვება მთელი სკოლა (კონკურსი, აქცია-”თანადგომა ჩვენ თანატოლებს”)
მოსალოდნელი შედეგი :პირველი ნაბიჯი , რომელიც ამ პროექტის ამოქმედებამდე გადაიდგა , მაძლევს  საშუალებას , რომ  შედეგი ამ პროექტისა იყოს კარგი. ჩვენ სკოლაში შევქმენით სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელშიც გაერთიანებული არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მათთან მუშაობის პროცესი მომცემს საშუალებას გავხდე ჩემი მოსწავლეების მეგზური სწორი არჩევანისაკენ,კერძოდ მე ვიყო ”მასწავლებელი ევროპული გზის მეგზური”    
პროექტის აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ:
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ, რომელშიც ჯერ გაერთიანებულია 45 მოსწავლე, როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურიდან.  პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული მოსწავლეთა თვითმართველობა. სამოქალაქო განათლების  კლუბი დაარსდა 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს .
პროექტის ხანგრძლივობა -ერთი თვე
ნაბიჯი 1-2 -პროექტის გაცნობა და ერთად შემუშავება იმ აქტივობებისა რომელიც უშაუალოდ მათი მონაწილეობით განხორციელედებოდა . პირველივე შეხვედრაზე გამოიკვეთა მთავარი მიმართულება , იმისათვის რომ ადამიანმა გააკეთოს სწორი არჩევანი, აუცილებელია   ცოდნა და ასევე,  ძალიან საჭიროა ვიცოდეთ,  ზოგადად რას ფიქრობს ხალხი იმ თემაზე, რის შესახებაც კლუბი იწყებდა მუშაობას
ნაბიჯი 3-4-5. გამოკითხვისა და მცირე კვლევის ჩატარების შემდეგ (გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები)  ჩვენ დავინახეთ რეალური სურათი.  კერძოდ , როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ შეიმჩნევა ინფორმაციის  სიმცირე.  მართალია,  საზოგადოების ნაწილი საუბრობს , რომ უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, ასევე ევროკავშირში გაერთიანება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ასაბუთებენ, რატომ. ამ კვლევამ დაგვაფიქრა და დავგეგმეთ ჩვენ სკოლაში უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსწავლეებისათვის; 1. ჩაეტარებინათ ტრენინგები  თავად მოსწავლეებს და ასევე ჩართულიყვნენ სწავლების პროცესში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან და ჩაეტარებინათ საინტერესო გაკვეთილები;
ნაბიჯი 6. ”ილიას გზით”-  ჩატარდა  ორი  საინტერესო გაკვეთილი მეექვსე კლასელებთან.  მე-11 და მე-12 კალსელებმა შეძლეს ილია ჭავჭაძის შესახებ მოემზადებინათ მასალები.  კერძოდ , მწერლის შეხედულები ევროპეიზაციაზე.  მოერგოთ ეს მასალა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უნარებისათვის. ამ საქმეში მე-11 კლასელებს ძალიან დაეხმარათ ქართულის მასწავლებელი მაია ჩიხლაძე.  ასევე საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყო ჩართული ქართულის მასწავლებელი ქეთევან მამალაძე, რომელიც პარალელურ რეჟიმში ანხორციელებს ილია ჭავჭავაძეზე პროექტს VI2 კლასში. რაც შეეხება VI1 კლასს , მათთან იმუშავეს მე-12 კლასელებმა.  ორივე კლასში მუშაობამ  ნაყოფიერად ჩაიარა ;
ნაბიჯი 7. დემოკრატიული ღირებულებების შესწავლა. მე-9 კლასელებმა გადაწვიტეს შეეკრიბათ კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ჩატარებული აქტივობები; შეექმნათ ბლოგი და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება სხვებისათვის, რისი განხორციელებაც მათ შეძლეს.   ეს ბლოგი მონაწილეობას იღებს  კონკურსში;
ნაბიჯი 8.  პრეზენტაცია-დისკუსია ”ევროკავშირის 5 სიკეთე” სამოქალაქო კლუბის წევრებს შორის ინფორმაციების გაცვლა და მოსაზრებების დაფიქსირება პროექტში ახალი პროექტის დაგეგმვა
ნაბიჯი 9. ტრენინგები. ამასობაში კლუბის წევრებმა ბექა სურგულაძე, ბესო კაპანაძემ და სერგო ხუდოიანმა გაამზადეს შემეცნებითი რესურსები და პირველადი პრეზენტირება საკუთარი ნამუშევრებისა მოახდინეს ჯერ კლუბში , შემდეგ კი მოიწვიეს მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები და მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ ; პრეზენტირების შემდეგ გაიმართა დისკუსია.  მოსწავლეებმა დაინახეს, რომ არსებობდა კითხვები, რომელსაც უფრო კომპეტენტური პასუხი სჭირდებოდა.  ამიტომ გადაწყდა მიეწვიათ  ისეთი ადამიანი, ვინც უფრო მეტად გაარკვევდა მოსწავლეებს,  რა არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და რა პასუხისმგებლობას და სიკეთეს დაგვაკისრებს ევროკავშირის წევრად ყოფნა
ნაბიჯი 10. სკოლის ცხოვრების გააქტიურებისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის უკეთ შესწავლის მიზნით კლუბის წევრებმა დაგეგმეს კონკურსი- გამოფენა, საუკეთესო პრეზენტაცია-კედლის გაზეთი, საუკეთესო ნახატი . კონკურსში მონაწილეობდა  სამივე საფეხურის მოსწავლეები.   მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული  პროცესში და გამარჯვების გამოვლენაც მოხდა სამართლიანი არჩევნების შედეგად, გაიმარჯვა  დაწყებითი საფეხურის მე-6 კლასმა, ხოლო ნახატში-საბაზო საფეხურის მე-9 კლასმა;
ნაბიჯი 11. საინტერესო სტუმარი სკოლაში; მოსწავლეებმა არჩევანი შეაჩერეს ნატო ბაჩიაშვილზე, რომელთანაც დაკავშირების შემდეგ მივიღეთ  დადებითი პასუხი მოწვევაზე , შეხვედრა მოხდა ჩვენ სკოლაში, ესწრებოდნენ როგორც  კლუბის წევრები, ასევე მოსწავლეები მე-10, მე-11 და მე-12 კლასებიდან.  შეხვედრამ ძალიან საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა. მოსწავლეებმა მიიღეს ყველა კითხვაზე პასუხი, ნახეს და  მოისმინეს  საინტერესო პრეზენტაცია, ასევე დაგეგმეს მომავალი თანამშრომლობა საერთასორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
ნაბიჯი 12. თანადგომა.  დემოკრატიული ღირებულებების ერთ-ერთი პრინციპია დახმარების ხელი გაუწოდო მათ, ვისაც შეგიძლია რომ აჩუქო , თუნდაც რამოდენიმე წუთი სიხარულისა, დაეხმარო სხვას და აკეთო სიკეთე. ახალი წელი ახლოვდება და მთელი ჩვენი სკოლის ინიციატივით განხორციელდა აქტივობა , დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს , მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შეწირულობის სახით შეაგროვეს საჩუქრები და მოინახულეს  დაავადებული ბავშვები ;
 შეფასება ; რა თქმა უნდა , ერთი თვის განმავლობაში არ და ვერ განხორციელდება ყველა ის აქტივობა , რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვფიქრობ, რომ აუცილებლად  მიგვაღებინებს სწორ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩემ მოსწავლეებს დაეხმარებათ სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება;  ჩემი უმთავრესი მოვალეობაა , შევძლო მოსწავლეებში  სამოქალაქო განათლების ცნობიერების ამაღლება . რამდენად საინტერესო გამოვიდა ჩვენი პროექტი და როგორ შეაფსეს მოსწავლეებმა ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა მიჩვენა ჩემ მიერ ჩატარებულმა კითხვარმა.  
დასკვნა  პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოხატეს დადებითი განწყობა და ერთად შევიმუშავეთ და დავგეგმეთ ახალი  აქტივობები , რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში განვახორციელებთ .  ასევე საინტერესოა, რომ სამუშაო პროცესის პერიოდში  კლუბმა  ჩვენი სლოგანი შემომთავაზა- ”სვლა ნათელი მომავლისაკენ”.  სწორედ ეს  და მათ მიერ განხორციელებული აქტივობები მაძლევს საშუალებას,  ვიფიქრო იმაზე, რომ ჩემი მოსწავლეები სწორ არჩევანს გააკეთებენ;



გამოყენებული ლიტერატურა
დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება თანამედროვე სკოლებში . ავტორი ნათია ვაჩეიშვილი
http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=96



”რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობის ასი წლისთავზე ქართველი ერისათვის ევროპეიზაცია ასეთ სურათს იძლეოდა: XIX საუკუნის განმავლობაში იმპერიის დიდ სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწეობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერები, რომელთაც დიდი ღვაწლი დასდეს რუსული მეცნიერების, რუსეთის განათლების სისტემის ევროპეიზაციას. რას წარმოადგენდა ამ დროისათვის საქართველო? მეცნიერებისა და განათლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ევროპეიზაციაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა. საქართველოში არ არსებობდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები (ინსტიტუტები), უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამედიცინო ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი (სამხედრო აკადემია), უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი (სასულიერო აკადემია). ყოველივე ეს ჰქონდა მეტროპოლიას (რუსეთს) და არ ჰქონდა მის კოლონიას (საქართველოს). უფრო მეტიც, უნივერსიტეტები საკუთრივ რუსეთის (ველიკოროსიის) გარდა არსებობდა რუსეთის იმპერიის მიერო დაპყრობილ ესტონეთში (ტარტუში), უკრაინასა (კიევში, ოდესაში) და პოლონეთში (ვარშავაში). საქართველოსათვის გამონაკლისი არ იქნა დაშვებული. თუმცა, ცხადია, უნივერსიტეტი, თუნდაც რუსულენოვანი, ევროპეიზაციის, ევროპული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დამკვიდრების შესანიშნავი კერა იქნებოდა. ასეთი კერა (თბილისის უნივერსიტეტი) ძალზე დაგვიანებით, რუსეთის იმპერიის ნგრევის შემდეგ _ 1918 წელს შეიქმნა. . რუსეთს არ სურდა საქართველში განათლების ევროპული სისტემის შექმნა, არ სურდა მეცნიერების კერების დაარსება, ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობის განვითარება და გაღრმავება. საბოლოო ჯამში, ასეთი შედეგი მივიღეთ: რუსეთის იმედად აზიური სამყაროდან ევროპული სამყაროსაკენ თითქოსდა დაძრული ქართველი ერი, საქართველო იმედგაცრუებული დარჩა, ევროპეიზაციის ნაცვლად უზარმაზარი იმპერიის ,,განაპირა მხარის~, კოლონიის ხვედრი გვერგო. ამის შეცნობისათვის 117 წელი გახდა საჭირო”. - See more at: http://geoelite.ge/siakhletha-arqivi/kultura/40-vakhtang-guruli-rusethis-meshveobith-saqarthvelos-evropeizacia-mtknari-sicrue-iyo.html#sthash.s0ufCFUO.dpuf